საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა.
საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, კორუფციული გარიგების თანახმად, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებაში. აღნიშნულისათვის ბრალდებულმა ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 2500 ლარი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.