საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი - სოსო რამიშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა უწყებების პირველ პირებს შორის, რომლებმაც განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და საგადასახადო და საბაჟო დანაშაულების პრევენცია. მხარეებმა ისაუბრეს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ანალიტიკური მიმართულებით არსებული მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის შესახებ გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე.
ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის კოლეგა უწყებებს შორის, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და გააქტიურებას.