ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქემდებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამდებობრივი უფლება–მოვალეობების შესრულებისას, ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ერთ – ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით, 1000 ლარი აიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6–დან 9–წლამდე ვადით.