ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი პასუხისგებაში მისცა

სამშაბათი, 22 მაისი, 2018
კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე  საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი პასუხისგებაში მისცა

228

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში ბრალდებულებმა კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში  განაცხადის შევსებისას მიუთითეს ყალბი მონაცემები საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თითქოსდა მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურაში და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას. ხოლო მესამე  ბრალდებულმა ბანკში  ყალბი სახელფასო ცნობა წარადგინა. კრედიტის სახით მიღებულ თანხას ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ბანკის დავალიანება აღარ დაფარეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში, საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება 43 ფაქტზე  დაიწყო. აღნიშნული სახის დანაშაულის პრევენციის მიზნით,  საგამოძიებო სამსახური აქტიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

საქმეებზე გამოძიება გრძელდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top