ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მხილებულია ერთი პირი

პარასკევი, 11 აპრილი, 2025
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მხილებულია ერთი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღგ-ს ყალბი დეკლარაციების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2023 წლებში, ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით, სსიპ - შემოსავლების სამსახურში წარადგინა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში, რა გზითაც, მან კომპანიას შეუქმნა დღგ-ს ყალბი აქტივი.

დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში - 639 684 ლარს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. 

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top