დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უზბეკეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა უზბეკ კოლეგებს დეტალურად გააცნეს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და გაუზიარეს საკუთარი წარმატებული გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. უზბეკეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებმა მადლიერება გამოხატეს მასპინძლობისა და გაზიარებული ინფორმაციისთვის.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები, სამართალდამცავ უწყებებს შორის, ხელს შეუწყობს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ანტიკორუფციული მიმართულებით.