საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი და დამფუძნებელი გ. ჯ. დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ტენდერის პირობის თანახმად, 2013 წელს სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა, თუმცა მან არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 517 000 ლარი მიითვისა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.