ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე კასპის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ოთხშაბათი, 01 აპრილი, 2015
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე კასპის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

640

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 180 000 ლარის სანაცვლოდ, მის მიერ ყალბად დამზადებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში და სასაქონლო ზედნადებში ფიქტიურად მიუთითა, თითქოს ერთ-ერთმა შპს-მ ერთ-ერთ კომპანიას გაუწია ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურეობა.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top