ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ორი კომპანიის დირექტორები დააკავეს

ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2015
ორი კომპანიის დირექტორები დააკავეს

626

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე ორი კომპანიის დირექტორები გ. შ. და  ვ. კ. დააკავა.

დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა კომპანია, რომელთანაც 2014 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშერულება საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების თაობაზე. 2014 წლის 12 ივნისს კი აღნიშნული სამუშაოების შესრულება ამავე კომპანიამ, თავისმხრივ დაუკვეთა სხვა კომპანიას. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ექსპერტიზის დასკვნების  მიხედვით დგინდება, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება გაცილებით ნაკლებია გამგეობისთვის წარდგენილ აქტებში ასახული სამუშაოების ღირებულებაზე. შესაბამისად, ბრალდებულებმა ამ გზით მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი სახსრები. 

ასევე დადგენილია, რომ ტენდერის დროს კომპანიის გამოცდილების დასადასტურებლად, ბრალდებულებმა შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა 2012 წელს შესრულებული ჰქონდათ ანალოგიური ტიპის, 250 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილი „ბ“ პუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top