ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურში სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შაბათი, 13 აპრილი, 2019
საგამოძიებო სამსახურში სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

101

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლერი ბარნაბიშვილი და  ლაშა ხუციშვილი  სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს რუსტამ ბადასიანს და ამავე სამსახურის ოპერატიულ საგამოძიებო სამმართველოს უფროსს  ედვარდ  ჰოვანისიანს შეხვდნენ.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს   საფინანსო - ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულის სფეროში  საგამოძიებო უწყების წარმატებული გამოცდილება და ოპერატიულ სამძებრო მუშაობის პრაქტიკული საკითხები. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, საგამოძიებო უწყების საქმიანობის  მიზნების და საკანონმდებლო საფუძვლების თაობაზე და იმ დანაშაულების შესახებ, რომლებზეც საგამოძიებო სამსახური ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო  საქმიანობას  ახორციელებს.

“საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის სფეროში   დანაშაულის გამოვლენა - აღკვეთით, ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებითა და რისკების გათვლით, საგამოძიებო სამსახური  იცავს თავისუფალ ბიზნესგარემოს და ხელს უწყობს  სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას“ -  განაცხადა შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებს შორის სამომავლო  თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები დაიგეგმა. შეხვედრის შემდეგ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს სპეციალური დანიშნულების რაზმის შენობა დაათვალიერებინეს.

 
 
 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top