ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის საახალწლო საქველმოქმედო აქცია

სამშაბათი, 26 დეკემბერი, 2023
საგამოძიებო სამსახურის საახალწლო საქველმოქმედო აქცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასაახალწლოდ, დამდეგი შობა-ახალი წელი ტრადიციულად წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვებს და მოხუცებს მიულოცეს. უწყების თანამშრომლებმა ცენტრის მზრუნველობას მოკლებული პატარები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოხუცები მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა, უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა, ცენტრში მყოფ მოხუცებს ჯანმრთელობა, პატარა აღსაზრდელებს და მოზარდებს სწავლაში წარმატება უსურვეს. ისინი საახალწლო საჩუქრებით გაახარეს და საკვები პროდუქტები, ტკბილეული, წიგნები, სათამაშოები, სასაჩუქრე კალათები, ჰიგიენის საშუალებები და პირველადი საჭიროების სხვადასხვა ნივთი მიუტანეს.

თანადგომის და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, სოციალურად დაუცველი, მზუნველობას მოკლებული ადამიანებისთვის, ყოველი წლის დასასრულს, საგამოძიებო უწყება საქველმოქმედო საახალწლო აქციას ახორციელებს, რომელშიც საგამოძიებო სამსახურის ყველა თანამშრომელია ჩართული.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top