საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება–გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ე. გ-მ, ზ. ტ-მ, პ. ტ-მ და ო. ჩ-მ დაამზადეს და მეწარმე სუბიექტზე გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები, თითქოს, ერთ-ერთ მეწარმეს მათ დიდი ოდენობის ღირებულების დამუშავებული ხის მასალა მიაწოდეს. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების სანაცვლოდ, დაკავებულებმა 9 650 ლარი აიღეს.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს პატიმრობას 4-დან 7 წლამდე ვადით.