ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმი ამოიღო

ოთხშაბათი, 08 ივნისი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმი ამოიღო

490

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ფაქტზე,  ერთი მოქალაქე დააკავა, ხოლო კიდევ ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.  

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიიდან უნდა მოეხდინათ თამბაქოს ნაწარმის რე-ექსპორტი, გაიარეს საბაჟო პროცედურები ფოთის „გეზში“, დაილუქა ავტომანქანა, რომელსაც უნდა გადაეკვეთა საქართველო - რუსეთის საზღვარი. ბრალდებულებმა, თამბაქოს ნაწარმის საქართველოში უკანონოდ, კონტრაბანდული გზით დატოვების მიზნით,  ავტომანქანა მიიყვანეს წინასწარ განზრახულ ადგილზე, ლუქის დაუზიანებლად გახსნეს ავტომანქანა და ტვირთი დატოვეს საქართველოში, ხოლო საბაჟო გამშვები-პუნქტი, „ყაზბეგის“ გავლით რუსეთის ფედერაციაში გადასვლას დალუქული, ცარიელი ავტომანქანით გეგმავდნენ.

აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე - 5 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top