საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის რეინჯერი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მის დაქვემდებარებაში არსებული ბორჯომ-ხარაგაულის ტყის ფონდის ტერიტორიიდან უკანონოდ საშეშე მორის მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 300 ლარი.
საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე.