ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა "SAMSUNG”- ის ფირმის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა

ოთხშაბათი, 10 თებერვალი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა "SAMSUNG”- ის ფირმის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა

526

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “SAMSUNG”- ის ფირმის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ერთ-ერთი შპს-ის ხელმძღვანელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ე.წ. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში დაბალხარისხიან გაზის წყლის გამათბობლების რეალიზაციიას ახდენდა, რომელსაც კანონსაწინააღმდეგოდ აკრავდა „SAMSUNG“- ის სასაქონლო მარკას. კონკრეტულად, 2016 წლის 9 თებერვალს, ბრალდებულმა განახორციელა „SAMSUNG“- ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, დიდი ოდენობით გაზის წყლის გამათბობლების რეალიზაცია, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მომხმარებლის უფლებები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 2 წლამდე პატიმრობას.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top