საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტის რეალიზაცია.
ბრალდებულები დაკავებული იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.