ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ორშაბათი, 28 ივლისი, 2014
ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

737

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ო. ა-მ ერთ-ერთ ქალაქში განთავსებული 3142.4 კვ.მ შენობა-ნაგებობის და მასზე მიმაგრებული 6582 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასურველ ფასში პრივატიზებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 4 000 აშშ დოლარის ოდენობით.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top