ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა, რომელთაგან ერთი დაკავებულია

ხუთშაბათი, 25 ნოემბერი, 2021
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა, რომელთაგან ერთი დაკავებულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ორი პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში, რის შემდეგაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად, ავანსის სახით მოითხოვეს და მიიღეს ჯამში 757 061 ლარი, საიდანაც  მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 304 363 ლარს და არ შეასრულეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top