ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტი

ოთხშაბათი, 10 მარტი, 2021
ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გაასაღეს ჯამში 11 300 ლარის ოდენობის 113 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 15 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top