ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის ფაქტი

პარასკევი, 11 ივნისი, 2021
მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის ფაქტზე, ერთი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შემოსავლების სამსახურის მიერ დანიშნული ინვენტარიზაციის შემდგომ, მოსალოდნელი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, თავის ოჯახის წევრზე დარეგისტრირებულ საწარმოს მოჩვენებითი გარიგებით სრულად გადააწერა ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რის შედეგადაც საგადასახადო ორგანოები ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადისა და ჯარიმის იძულების წესით ამოღებას. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051  მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top