ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

მოტყუებით ქონებრივი დაზიანება და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტი

ხუთშაბათი, 30 დეკემბერი, 2021
მოტყუებით ქონებრივი დაზიანება და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ჯგუფურად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 9 პირი. 

გამოძიებით დგინდება, რომ 2017 - 2021 წლებში, სხვადასხვა პირების მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოყვანილ იქნა 71 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც შემდგომ, თითქოსდა რეექსპორტის მიზნით, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაფორმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. რეალურად კი ნაცვლად ავტომობილების ქვეყნიდან გაყვანისა, სატრანსპორტო საშუალებები განბაჟების გარეშე დაშლილი და რეალიზებულ იქნა ნაწილებად. აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ზიანი ჯამში 279 168 ლარის ოდენობით. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულების მიერ ანაზღაურებულია ზიანი 242 891 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. 

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული სახის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top