ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურსა და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამშაბათი, 03 მაისი, 2022
საგამოძიებო სამსახურსა და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - ირაკლი ლექვინაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად ითანამშრომლონ თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობის, კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის, კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერების მიზნით, ეკონომიკური აგენტებისგან ინფორმაციის მიღებისა და სრულყოფილი საგამოძიებო პროცესის წარმართვის, უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის, ექსპერტულ/მეთოდოლოგიური დახმარებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების საკითხებზე.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა აღნიშნა: „კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო გაააქტიურებს ჩვენი უწყებების თანამშრომლობას თავისუფალი კონკურენტული გარემოს განვითარებაში. ჯანსაღი ბიზნესგარემოს დაცვა საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამსახური მზად არის არა მხოლოდ აქტიურად გაცვალოს ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოსთან, არამედ იმუშაოს ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების საკითხზეც.“

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ირაკლი ლექვინაძის თქმით: „ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია, თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივი აქტივობების ღონისძიებების დაგეგმვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის მიღების, დამუშავების, სრულყოფილი საგამოძიებო პროცესის წარმოების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. ასე რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ ძალიან ბევრ ერთობლივ ღონისძიებას განვახორციელებთ“.

საგამოძიებო სამსახური და კონკურენციის ეროვნული სააგენტო დაგეგმავენ და ორგანიზებას გაუწევენ თემატურ შეხვედრებსა და კონფერენციებს.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top