ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ხუთშაბათი, 21 ოქტომბერი, 2021
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვა პირების დახმარებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე რიცხული, სოფელ წავკისში მდებარე 4 412 100 ლარის ღირებულების 39 932,00 მ2 მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მიზნით სცადა თითქოსდა იტალიის ქ. გენუაში გაცემული, იტალიურ ენაზე შედგენილი ყალბი მინდობილობის გამოყენება. 

ბრალდებულის მიერ მოძიებული იქნა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის 130 000 აშშ დოლარად შემძენი პირი, რომლის რეალიზაციის მცდელობისას მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top