ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა "BETEK" - ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა "BETEK" - ის  სასაქონლო ნიშნის  მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

608

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „BETEK“- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს შეიძინა რამოდენიმე ათასი ერთეული „BETEK“- ის სასაქონლო ნიშნის მქონე ცარიელი ტომარა და ქ. ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საამქროში მის მიერ შეძენილი ტომრების გამოყენებით კუსტარულად დაამზადა „BETEK“- ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობის წებო-ცემენტი. ამის შემდეგ, ბრალდებულმა მოახდინა ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის მასშტაბით  სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მინდინარებოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top