ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

სამშაბათი, 27 თებერვალი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების  ფაქტზე ორი პირი დააკავა

262

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და იმერეთის რეგიონში,  ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და  ორი  კომპანიის ხელმძღვანელი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, ვითომდა ერთ-ერთ კომპანიისთვის  105 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განხორციელდა.

მეორე შემთხვევაში ბრალდებულმა, საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, გამოწერა  ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა 19 000 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაციაზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე.


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top