საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს ორი მოქალაქე.
გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი ინდმეწარმე მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ლ. ქ-სთან ერთად მატერიალური და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით,სისტემატიურად ახდენდა კუსტარული წესით დამზადებული, ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაციას. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის პროდუქტები არ შეესაბამებოდნენ სტანდარტს, შეცვლილი ჰქონდათ თვისობრიობა და მათი მოხმარება საშიში იყო ადამიანის სიციცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.