ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, ბრალდებულმა აღნიშნული მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლისაგან, ქრთამის სახით, 500 ლარი აიღო, სანაცვლოდ კი აღნიშნულ ტენდერში მფარველობას დაჰპირდა.
ბრალდებულმა, კომპანიის წარმომადგენლებს ასევე პირობა მისცა, რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ, თავად მიიღებდა დაბალი ხარისხის მასალისაგან დამზადებულ ავეჯს და მიმღებ კომისიასაც თავად მოაწერინებდა ხელს მიღება ჩაბარების აქტზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახეთ და ზომად ითვალისიწნებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.