ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ეწვია

ხუთშაბათი, 18 მაისი, 2023
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ეწვია

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და მისმა მოადგილეებმა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილსა და მის მოადგილეებს უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს. მხარეებმა ასევე ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

ყურადღება გამახვილდა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიმართულებით ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მარტი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

Back To Top