ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრების კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ერთ-ერთი ამხანაგობის თავმჯდომარე და შპს-ის დირექტორი, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენლია, რომ ბრალდებულმა 2006-2010 წლებში, მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი და კომერციული ფართების შეძენის სანაცვლოდ, შეტანილი თანხის მხოლოდ ნაწილი მოახმარა ქ.თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომელიც დღესაც დაუსრულებელია, ხოლო 14 800 000 ლარის ოდენობით ფულადი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც 100-ზე მეტ მოქალაქეს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ვადით.