საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა, მოადგილეებთან და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დააჯილდოვა.
სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და შემართებისთვის, ასევე მადლიერებისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით თანამშრომლებს მიულოცა ვადამდელი სპეციალური წოდებების მინიჭება და გადასცა მადლობის სიგელები. ამასთან მან დასძინა, რომ სამსახური მუდმივად იზრუნებს თანამშრომელთა როგორც სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
მიუხედავად ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხისა და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა, სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.