საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უშიშროების ატაშეს ნიკოლას ქიფს შეხვდა. შეხვედრას აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისისა და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა, სტუმრებს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უწყების საქმიანობა გააცნო. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშე, საქართველოში ყალბი ფულის დამზადება -გასაღების ფაქტების გამოვლენის, გამოძიებისა და მათზე რეაგირების სხვა მეთოდებით დაინტერესდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგამოძიებო სამსახური ყალბი ფულის გამოვლენა-აღკვეთა-გამოძიების სფეროში ეფექტურ საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს. ამ მიმართულებით საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე მხარეები სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.
![](/images/Images/%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A8-%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A9%E1%83%9D/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%203%2023,07,19.jpg)