ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

პარასკევი, 05 დეკემბერი, 2014
მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

680

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამი პირი - ა. კ, ჯ. ნ. და მ. მ. დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითური გზით დაეუფლნენ მარნეულში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგა. 

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top