ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე მხილებულია პირთა ჯგუფი

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2024
საგამოძიებო სამსახურის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე მხილებულია პირთა ჯგუფი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ოთხი პირის მიმართ, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია ორი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა აზერბაიჯანში გაცემული ნოტარიულად დამოწმებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრის სახელით, ქ. თბილისის იუსტიციის სახლში წარადგინეს განცხადება, რომლის საფუძველზეც შეეცადნენ უცხოეთის მოქალაქის სახელზე რეგისტრირებული - ქ.თბილისში მდებარე 624 472 ლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთის გასხვისებას, რაც ვერ იქნა მათ მიერ სისრულეში მოყვანილი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 19-180 მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top