კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, პრევენციული ზომების განსახორციელებლად, საგამოძიებო სამსახური, დროებით გადადის კორესპონდენციის წარმოების დისტანციურ მეთოდზე. მიმდინარე წლის 21 აპრილამდე საგამოძიებო სამსახურში, განცხადებებისა და სხვა სახის კორესპონდენციის მიღება განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, დოკუმენტის ციფრული (დასკანერებული) ვერსია გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე is@mof.ge