საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და იმერეთის რეგიონში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, ვითომდა ერთ-ერთ კომპანიისთვის 105 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განხორციელდა.
მეორე შემთხვევაში ბრალდებულმა, საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, გამოწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა 19 000 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაციაზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე.