ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ხუთი პირი დააკავა

შაბათი, 10 იანვარი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ხუთი პირი დააკავა

671

საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, უზრუნველყოფდნენ საქართველოს მასშტაბით ფიზიკური პირებისგან ჯართის მიღებას და რეალიზაციას, რა დროსაც გადახდისუუნარო, არარეზიდენტ პირებზე არეგისტრირებდნენ შპს-ებს, შემდგომში კი არ იხდიდნენ ფიქტიურ საწარმოებზე დაგროვილ დამატებითი ღირებულების გადასახადის დავალიანებებს. 

გამოძიების ამ ეტაპზე გამოკვეთილია 1 371 599 ლარის ოდენობის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებით, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top