ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

კომერციული მოსყიდვის ფაქტი

სამშაბათი, 30 მარტი, 2021
კომერციული მოსყიდვის ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, კერძო მფლობელობაში არსებული ავტომანქანის შემოწმებისას, მისი ვიზუალური და ტექნიკური დაზიანების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
Back To Top