საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილი).
საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.