ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს

პარასკევი, 13 დეკემბერი, 2019
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს

11

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი პასუხისგებაში მისცეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ საქართველოში იმპორტირებული იქნა 110 სმ3 ძრავის მქონე კვადროციკლები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჭიროებდნენ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას.

აღნიშნული ტექნიკის გაყიდვის გაადვილებისა და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისთვის გვერდის ავლის მიზნით, აღნიშნულმა პირებმა, ტექნიკის რეალიზაციის პროცესში, დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა ხდებოდა დაბალი სიმძლავრის - 50 სმ3  ძრავის მქონე კვადროციკლების რეალიზაცია, რაც თავის მხრივ არ საჭიროებდა რეგისტრაციას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top