ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტი

პარასკევი, 02 ოქტომბერი, 2020
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, ყალბი აქციზური მარკების დამზადების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში დაამზადეს და 300 აშშ დოლარის საფასურად გაასაღეს ავტომანქანის მართვის ყალბი ორი მოწმობა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად საჭირო კომპიუტერული ტექნიკა, სპეციალური საბეჭდი მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა, თამბაქოს ნაწარმის ნიშანდებისათვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები, სხვადასხვა პირის სახელზე დამზადებული მართვის და პირადობის მოწმობები, უნივერსიტეტის დიპლომი და სკოლის ატესტატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-200მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top