ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2019
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა   სამი პირი დააკავა

131

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შიდა ქართლის რეგიონში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე  სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით,  ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები გაასაღეს. ყალბი დოკუმენტების თანახმად,  ერთ-ერთ კომპანიას ვითომდა მიაწოდეს 52 500 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top