2
პარასკევი, 24 იანვარი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
4
სამშაბათი, 21 იანვარი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის, წიაღით უკანონოდ სარგებლობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე დააკავეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი.
5
პარასკევი, 17 იანვარი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
6
სამშაბათი, 14 იანვარი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლებში: გუგუტიანთკარში, ზარდიაანთკარსა და კოშკაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი, ავეჯი, სამოსი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
7
პარასკევი, 27 დეკემბერი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა, მოადგილეებთან და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად, სამსახურის თანამშრომლები, 2019 წელს, დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მომავალ 2020 წელს კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა.