ორშაბათი, 31 აგვისტო, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა თხოვნის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას მიმდინარე წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.
ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს კომპანიის ხელმძღვანელი.
პარასკევი, 21 აგვისტო, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის დირექტორი რ.თ. და კ.კ. პასუხისგებაში მისცეს.
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას და აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე 21-30 წლის საქართველოს მოქალაქეებს.
პარასკევი, 14 აგვისტო, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.