პარასკევი, 07 ივნისი, 2024
გაერთიანებული სამეფოს პორტსმუტის უნივერსიტეტის კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრის (CCEC) ორგანიზებით გაიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებული ონლაინ-ტრენინგების საწყისი ციკლი. აღსანიშნავია, რომ ტრენინგები წარმოადგენს პირველ ერთობლივ ღონისძიებას, რომელიც პორტსმუტის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება მიმდინარე წლის თებერვალში მხარეთა შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.
ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო რვა პირის მიმართ.
ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის მაისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 17 პირი, მათგან დაკავებულია 4 პირი.
პარასკევი, 31 მაისი, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი, ხოლო ორ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.
სამშაბათი, 28 მაისი, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა უცხო ქვეყნის მოქალაქე.