652
ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2015
ერთ-ერთი კომპანიის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების ამ ეტაპზე გამოვლენილი იქნა ყალბი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება გამოყენების ფაქტები. გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბრალდებულების ორგანიზებით განხორციელდა კომპანიაში არსებული 52 ტონა აღურიცხავი საწვავის, ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ბაზებიდან სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე ფიქტიურად გაწერა.
653
სამშაბათი, 24 თებერვალი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ჯ.ხ. და მოქალაქე მ. გ. დააკავა.
654
ორშაბათი, 23 თებერვალი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ერთ-ერთი რეგიონის ყოფილი ხელმძღვანელი.
655
პარასკევი, 20 თებერვალი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურთან ერთად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.
656
ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სამი და რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა.