598
პარასკევი, 10 ივლისი, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი 1 750 352 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი და ყოფილი საჯარო მოხელე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
599
ხუთშაბათი, 09 ივლისი, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თბილისის სამმართველოს ექიმი-ვეტერინარი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
600
ოთხშაბათი, 08 ივლისი, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორი პირი მისცა.
601
ორშაბათი, 06 ივლისი, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ორი საჯარო მოხელე დააკავა.
602
პარასკევი, 03 ივლისი, 2015
საგამოძიებო სამსახურის მოწვევით, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით თბილისში ბელარუსის დელეგაცია იმყოფებოდა. ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფინანსური საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორს იგორ მარშალოვს და ამავე კომიტეტის ფინანსური საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ ანალიტიკური სამმართველოს უფროსს იური მეხედოვს ქართველი კოლეგები ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მასპინძლობდნენ. ქართულ მხარეს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ბატონი ლერი ბარნაბიშვილი ხელმძღვანელობდა.