86
ოთხშაბათი, 22 მაისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სამუშაო ვიზიტით, გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვახტანგ ფარესიშვილი და ვაჟა ფანოზიშვილი, ასევე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, შეხვდნენ.
87
სამშაბათი, 21 მაისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
88
ხუთშაბათი, 16 მაისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და მათი გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც პასუხისგებაში მისცეს რვა პირი, მათგან დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორი ორი პირი დაკავეს.
89
სამშაბათი, 14 მაისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მხილებულია სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ერთ-ერთი სატყეო უბნის სპეციალისტი.
90
პარასკევი, 10 მაისი, 2019
თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის დაკავებული თანამშრომლები ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების დროს, არაჯეროვნად ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობებს და ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასცემდნენ ყალბ დადებით დასკვნებს. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მხრიდან, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მათი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედება ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოვლენილა.