82
სამშაბათი, 28 მაისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი დააკავეს.
83
ორშაბათი, 27 მაისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში საგამოძიებო სამსახურის უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა. საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრები, ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ მრჩეველს, რუსტამას ლიუბაჟევასს, ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის უფროსს ენტონი მიკულსკისს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვას რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანი.
84
პარასკევი, 24 მაისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა - გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
85
ხუთშაბათი, 23 მაისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინეს.
86
ოთხშაბათი, 22 მაისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სამუშაო ვიზიტით, გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვახტანგ ფარესიშვილი და ვაჟა ფანოზიშვილი, ასევე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, შეხვდნენ.