ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

შაბათი, 01 აგვისტო, 2015
ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

588

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე, აჭარის ტერიტორიაზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე  დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს და საქართველოს მოქალაქეებზე გაასაღეს, სხვადასხვა ოდენობის ყალბი ამერიკული დოლარის და თურქული ლირას კუპიურები.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 - დან 10 წლამდე ვადით.
















 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top