ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღება

სამშაბათი, 17 სექტემბერი, 2019
ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღება

43

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კახეთის რეგიონში, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც,  თითქოსდა ერთ-ერთ კომპანიაზე  განხორციელდა 54 000 ლარის ღირებულების ღვინის მიწოდება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top